400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაპაიტმრებული ომარ ოკრიბელაშვილის მამის, გიორგი ოკრიბელაშვილისა და ადვოკატის, დავით გამყრელიძის ცნობით, შესაძლოა პატიმარი გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულებიდან რუსთვის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.
პატიმრის ადვოკატი და მამა გლდანის ციხესთან იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ ომარ ოკრიბელაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას.
“დღეს დამიკავშირდა ომარი. აკანკალებული ხმა ჰქონდა. 10-მდე ბადრაგი შეცვივდა ომარის კამერაში. ეუბნებიან, რომ მე-12 დაწესებულება ღიაა და იქ, თითქოს, უკეთეს პირობებში იქნება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება
მე-12 დაწესებულებაში კარგად ვიცი რაც ხდება. შეიძლება არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდეს ადგილი. იმ დროს, როცა პრეზიდენტთან შეწყალების თხოვნა გვაქვს შეტანილი და შეიძლება 1 თვეში გარეთ ვიხილოთ როგორც ომარი, ისე საბა, მათი გადაყვანა აქედან არ უნდა მოხდეს.
