ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, აშშ არ გვიღალატებს

დარწმუნებული ვარ, რომ არ გვიღალატებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას – ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს, და იმას, რაზეც შევთანხმდით, აშშ ბოლომდე შეასრულებს…
ველით ამ დახმარებას, მათ დეტალები იციან, რისთვისაა ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ეს, მათ იციან როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ თარიღების გადატანა”, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მას საუბარი ჰქონდა ორივე პარტიის წარმომადგენლებთან.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო, ვინაიდან, 2023 წლისთვის რუსეთმა არც ერთ თავის მიზანს ვერ მიაღწია.
“რაც შეეხება ბრძოლის ველს… ამ წლის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწია. 2023 წელზე ვსაუბრობ. ვერცერთ მიზანს… [უკრაინის] დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო. რუსეთმა ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, რა სამი დღე? – ორი წელი”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას