სენატის საგარეო კომიტეტში „მეგობარი აქტის“ განხილვა 27 მარტს ჩაინიშნა

-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მეგობარი აქტის“ განხილვა 27 მარტს ჩაინიშნა.
საკომიტეტო მოსმენა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 11 მარტს, თუმცა გადაიდო.
„მეგობარი აქტი“, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას წარადგინეს.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, „MEGOBARI აქტი“:
· აინიციირებს -ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
· მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
· მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
· გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ს მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს