გოგი გვახარია: ვფიქრობ გაუხარდებოდა. ზუსტად ის ხალხი გააცილებდა, ვისთვისაც პატარა ადამიანების მიერ დადგენილი წესები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა

“რატომ ვამბობ, რომ კომუნისტები ამათთან შედარებით ანგელოზები იყვნენ?
ქართული დნმ გადავარჩინოთო და ქართული კინოს მართლაც რომ პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილება არ ინებეს. არ მიუსამძიმრეს. ერთი სიტყვაც კი დაენანათ.
დღეს, უნივერსიტეტის აკრედიტაციის ბოლო დღე გვქონდა. ჩემთვის, როგორც ბიუროკრატიის მტრისთვის, ფრიად უსიამოვნო პროცესის გავლა მიწევდა. ამიტომ ვერ წავედი. უკანა გზაზე Dato Janelidze შემხვდა ავტობუსში, ოთარს დავემშვიდობეთ, ძალიან ცოტა ხალხი იყოო.
მე ვფიქრობ გაუხარდებოდა. ზუსტად ის ხალხი გააცილებდა, ვისთვისაც პატარა ადამიანების მიერ დადგენილი წესები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. იმათზე აღარაფერს ვამბობ, ვისთვისაც იქ მისვლა პირდაპირი მოვალეობა იყო. მაგრამ ამათ, ალბათ, საერთოდ არ განიხილავდა არც კაცებად და არც ქალებად.
როცა კულტურას ბოღმა მართავს, ნამდვილად უკეთესია საერთოდ არავინ მართავდეს. ისედაც გადასარევად განვითარდება პატარა ადამიანების გარეშე”, – წერს სოციალურ ქსელში კრიტიკოსი .
შეგახსენებთ, დღეს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ