აშშ-მა სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
„აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაში სასურველი აღარ არის. ებრაჰიმ რასული პოლიტიკოსია, რომელიც რასიზმის [ენას] იყენებს და აშშ-ის პრეზიდენტი სძულს. ჩვენ მასთან განსახილველი არაფერი გვაქვს და ამიტომ ის „პერსონა ნონ გრატად“ განიხილება“, – წერს მარკო რუბიო X-ზე.
ცნობისთვის, პარასკევს, აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩმა, ებრაჰიმ რასულმა სამხრეთ აფრიკის მაპუნგუბვეს ინსტიტუტში ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
„ის, რასაც აკეთებს, არის თავდასხმა მოქმედ ხელისუფლებაზე, მათზე, ვინც ხელისუფლებაშია, სხვადასხვა ჯგუფების უპირატესობის იდეის მობილიზებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ელჩმა.
წყარო: ipn.ge