Reuters – მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა

მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს გაიმართება.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პოლიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„სახელმწიფო მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. მათ, ვინც მშვიდობას საფრთხეს შეუქმნის, დააკავებენ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. საპროტესტო აქციების ფონზე იანვარში თანამდებობა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც დატოვა.