CNN – აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ.
შათდაუნი თავიდან აიცილა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 54-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 46-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა მისცა, ხოლო დანარჩენ „რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მას მხარი 10-მა „დემოკრატმა“ სენატორმა დაუჭირა.
ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაეგზავნა.
ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს.