აშშ-ს არ გადაუწყვეტია წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, უკრაინა მზადაა – უკრაინის ვიცეპრემიერი

უკრაინის ვიცეპრემიერ ოლჰა სტეფანიშინას განცხადებით, -ს ვერ გადაუწყვეტია ორ ქვეყანას შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები. სტეფანიშინამ განაცხადა, რომ შეთანხმება მზად არის, თუმცა აშშ განიხილავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ კიევთან შეთანხმების პირობებს.
„შეთანხმება მზად არის. ტექსტში ცვლილებები არ არის“ – უთხრა სტეფანიშინამ ჟურნალისტებს და დააზუსტა, რომ „ამერიკულმა მხარემ ჯერ ვერ განსაზღვრა პირობები, რომლებითაც მათ მისი ხელმოწერა სურთ. მზად არის ხელმოწერისთვის“.
წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა ტრამპს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის შელაპარაკების გამო, რომელიც 28 თებერვალს მოხდა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.
4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეული რესურსებისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.
ფორუმი