UniCredit–მა, Commerzbank-ის წილის შესაძენად ECB-ის თანხმობა მიიღო

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა UniCredit-ს ნებართვა მისცა, შეიძინოს Commerzbank-ის 29,9%-მდე, განაცხადა პარასკევს იტალიურმა ბანკმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლო გარიგებაზე სავარაუდოდ მომავალ წლამდე არ იქნება მიღებული.
„UniCredit–ი მოუთმენლად ელის შესაძლებლობას ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში გერმანიის ახალ მთავრობასთან როგორც კი ჩამოყალიბდება“, – ნათქვამია კრედიტორის განცხადებაში.
ECB-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან UniCredit-ს აქვს მყარი ფინანსური მდგომარეობა, ხოლო თავად მარეგულირებელი დადებითად არის განწყობილი საბანკო ინდუსტრიაში კონსოლიდაციის მიმართ.