Reuters-ი: აშშ-ის სენატი მზად არის მიიღოს რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი და თავიდან აიცილოს „შატდაუნი“

აშშ-ის სენატი 14 მარტს მზად არის მიიღოს რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი ხარჯების შემცირების შესახებ და მთავრობის ნაწილობრივი დახურვის თავიდან აცილების შესახებ მას მერე, რაც დემოკრატებმა უკან დაიხიეს, თავდაპირველი ბრაზის შემდეგ -ის პრეზიდენტის, ს კამპანიის მიმართ ფედერალური სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ.
ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი და განმარტავს, რომ წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც აკონტროლებენ რესპუბლიკელები, გასულ კვირაში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ძირითადად, საფინანსო წლის (30 სექტემბრამდე) ხარჯებს 6,76 ტრილიონი დოლარის დონეზე ტოვებს.
დემოკრატებმა გამოხატეს სიბრაზე ამ კანონპროექტის გამო, რომელიც ხარჯებს 7 მილიარდი დოლარით შეამცირებს, მაგრამ, მათი თქმით, არაფერს გააკეთებს ტრამპის – ხარჯების შემცირების კამპანიის შესაჩერებლად, რომელსაც ილონ მასკი მეთაურობს და რომელიც ათიათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გულისხმობს.

ეს ნაბიჯები გადაიდგა იმ დროს, როცა ტრამპმა სავაჭრო ომი გააჩაღა ახლო მოკავშირეებთან, რასაც მოჰყვა აქციების მასშტაბური გაყიდვა და გააჩინა რეცესიის საფრთხე.
სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ არ მოსწონს კანონპროექტი, მაგრამ მთავრობის დახურვა – „შატდაუნი“ „ბევრად უფრო ცუდი ვარიანტი იქნება“.

შუმერის თანახმად, „შატდაუნი“ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს მისცემს შესაძლებლობას, „უფრო სწრაფად გაანადგურონ სახელმწიფო მნიშვნელობის სამსახურები, ვიდრე ამას ახლა ახერხებენ“.
კანონპროექტის ბლოკირებისთვის სულ მცირე 41 დემოკრატის მხარდაჭერაა საჭირო. სენატში რესპუბლიკელებს 53 დეპუტატი ჰყავთ, დემოკრატებს 47, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში შესაბამისად, 218 და 213.
Reuters-ის ცნობით, ორმხრივი კანონპროექტით ხარჯები შემცირდება 7 მილიარდი დოლარით შარშანდელ დონესთან შედარებით.
აშშ-ის შეიარაღებული ძალები 6 მილიარდი დოლარით მეტს მიიღებენ და ამავე დროს არათავდაცვითი პროექტების დაფინანსება შემცირდება 13 მილიარდი დოლარით.
ფორუმი