დღეს რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, კომისიას განსახილველად 83 საკითხი წარედგინა, საიდანაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 78 საკითხიდან დადებითად 72 საკითხი გადაწყდა.
„კომისიას განსახილველად წარედგინა 83 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 78 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 72, უარი ეთქვა 6 საკითხზე; მუსლიმი თემის მიერ წარდგენილი იყო 5 საკითხი, დადებითად გადაწყდა ხუთივე.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნუგზარ წამალაშვილი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…