დავით მათიკაშვილი – სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება – ის ადამიანები, რომლებიც ზომების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!

სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება! – ის ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან! – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე, „ამ მავნე სენთან ბრძოლა ძალიან რთულია“.
„ნარკოტიკები, ნარკომანია არის გამოწვევა, რომლის მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური. ყველა იმ ცვლილებას, რაც არის დაინიცირებული და რასაც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში გააჩნია ერთადერთი მიზანი – ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა იმ მავნე და მომაკვდინებელი ზეგავლენისგან, რასაც იწვევს, ზოგადად, ნარკომანია. ყველა ის შეზღუდვა, თუ გამკაცრება, რაც არის ახალი ინიციატივებით გათვალისწინებული, ემსახურება სწორედ ამ მიზანს. როგორც მოგეხსნებათ, სახელმწიფო ყველა გამოწვევის მიმართ უნდა იყოს რელევანტური იმის შესაბამისად, კონკრეტულ ვითარებაში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…