ამ კომიტეტსაც სირცხვილი, ვინაიდან არა თუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
„ამ კომიტეტსაც, რასაკვირველია, სირცხვილი, ვინაიდან არა თუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს, უსირცხვილოდ, უსამართლოდ და ორმაგი სტანდარტით ისევე, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა ანტიქართული რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და სანქციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა