“პატივია მოვალეობის დაცვის გამო სამსახურიდან განთავისუფლება!” – რეპრესიები მერიაში
ჩემი და მერიის 18 წლიანი ურთიერთობაც დასრულდა…
მადლობა, ყველა ღირსეულ საჯარო მოხელეს, ვისთანაც მითანამშრომლია მთელი ამ წლების განმავლობაში…
მადლობა, ჩემს საუკეთესო გუნდს – მუნიციპალური ინსპექციის სივრცეს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ყველასგან, ეთიკით, პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, დისციპლინით. ამაყი ვარ რომ ამ გუნდის შექმნაში ჩემი პატარა წვლილი მეც მიმიძღვის! ამაყი ვარ , რომ მათი ხელმძღვანელი მერქვა!
არ დამიკლია ძალისხმევა, ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება, რათა ადამიანებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ ამ სივრცეში!
კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა ყველა საჯარო მოხელისა და მოქალაქის ვალდებულებაა! სხვანაირად ვერ შევქმნით ვერც აწმყოსა და ვერც მომავალს!
პატივად ჩავთვლი ჩემი მოვალეობის დაცვის გამო სამსახურიდან განთავისუფლებას!
ყველას გისურვებთ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას!
