ადვოკატი – შსს-ში წარდგენილმა ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა პირველი შედეგი აჩვენა – შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.
„დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს.
შესაბამისად, თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც კიდევ 2 თვით გადაიდება“, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, თებერვლის თვეში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი სამართალდარღვევები შსს-ს განსჯადი გახდა. საქმე სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
ამასთან, პოლიციის მიერ ჯარიმადაკისრებულ მოქალაქეს საჯარიმო ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს, რაც ოქმის მოქმედებას აჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი