თეატრალური უნივერსისტეტის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში მათთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ სტუდენტებს სტატუსს უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი, აღარ შეუწყვეტს.
“გაცნობებთ, რომ რექტორმა გააუქმა ერთიკის კომისიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და მის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – წერილობითი გაფრთხილების თაობაზე”, – წერია ინფორმაციაში.
13 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადების საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს.
