საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი სამშვიდობო შეთანხმებას მალე გააფორმებენ

აზერსაფრანგეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„საფრანგეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. საფრანგეთს იმედი აქვს, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მალე გაფორმდება.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირება, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე, სამხრეთ კავკასიას მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ზონად გადააქცევს, ღია საზღვრებით და რეგიონის ხალხების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ასევე მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 13 მარტს განაცხადეს, რომ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ბაქოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია