“ჩაი**ით” – ალეკ ბოლდუინი პროპალესტინელ აქტივისტებს

ნიუ-იორკში მსახიობ ალეკ ბოლდუინსა და პროპალესტინელ აქტივისტებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მსახიობმა აქტივისტებს უყვირა – “ჩაი**ით”. ალეკ ბოლდუინი ადგილიდან პოლიციის ესკორტმა გააცილა.
ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტები ალეკ ბოლდუინს ს დაგმობას სთხოვდნენ.
“მე მხარს ვუჭერ მშვიდობას ღაზაში” – უპასუხა ალეკ ბოლდუინმა, თუმცა თქვა რომ არ უპასუხებდა კითხვას ისრაელის დაგმობის შესახებ.
ალეკ ბოლდუინი მანჰეტენზე მიდიოდა, როდესაც ის აქტივისტებმა იცნეს და ყვირილი დაუწყეს. ვიდეოში, სადაც ალეკ ბოლდუინის მიმართვა ჩანს ერთ-ერთი აქტივისტისამი, ისმის სიტყვები – “სულელურ კითხვებს სვამთ. გონივრული კითხვა დამისვით და გიპასუხებთ”.
ამის შემდეგ აქტივისტების ნაწილი ალეკ ბოლდუინს შენობის შესასვლელთან ელოდებოდა და გამოსვლისას უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ.
“დიახ, ასე ნამდვილად დაეხმარებით პრობლემის გამომწვევ მიზეზს” – უთხრა ალეკ ბოლდუინმა აქტივისტებს.
ალეკ ბოლდუინს საჯაროდ ამ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ