გრიგოლ გეგელია – ჩეხეთი მე-13 სახელმწიფოა, რომელიც ახალი არჩევნების მოწოდებას აკეთებს, თუ პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც „ქართულ ოცნებას“ სურს, აღარაფერი ქართული აღარ იარსებებს – „კლოუნებს“ აბარიათ ჩვენი მომავალი, ამიტომ საქმე ცუდად არის

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩვენი ვიზიტისას მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართველ ხალხს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულობისა და ახალი სთვის იბრძვიან, მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეთ. თუ პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ სურს, აღარაფერი ქართული აღარ იარსებებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებსა და ხელისუფლების წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველო, როგორც საკითხი საერთაშორისო ველიდან გააქროს და ქვეყანა ს რეჟიმს ჩააბაროს.
„ხელისუფლებას ის გავლენა რომ არ ჰქონდეს, რომელიც მიტაცებული სახელმწიფოს ხარჯზე აქვს, მაშინ გავიცინებდი. ამ „კლოუნებს“ მილიონობით ქართველის მომავალი, უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება აბარიათ, ამიტომ საქმე ცუდად არის. ამიტომ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა „კლოუნების“ მაგივრად ადეკვატური ხელისუფლება გვმართავდეს, რომელიც ქართველების ინტერესებს გაატარებს და აღასრულებს. პაპუაშვილმა რა უნდა აღასრულოს? მას არც კი უშვებენ ესტონეთსა და ლატვიაში. [რაც შეეხება „დიფ სთეითს“], 11 წელი მე ვმუშაობდი USAID-ში? თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობდნენ ამ და მსგავს ორგანიზაციებში წლობით, ანუ რა გამოდის, რომ მთელი მათი შეგნებული კარიერა „დიფ-სთეითის“ სამსახურში გაატარეს და დღეს ბიძინას „დიფ-სთეითში“ აგრძელებენ მუშაობას.
აქამდე 12 ევროპულ სახელმწიფოს ღია მოწოდება ჰქონდა გაკეთებული, რომ ხელისუფლებას ახალი არჩევნები ჩაენიშნა, ჩეხეთი კი მე-13 სახელმწიფო გახდა ევროპის წიაღიდან. თუ შევხედავთ დეკემბერსა და იანვარში გაკეთებულ მოწოდებებს, დავინახავთ, რომ დღეს ტონისა და სტილის კუთხით ძალიან დიდი სხვაობაა, ამიტომ ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. 26 ოქტომბერს 10-მა კაცმა გადაწყვიტა, რომ ძალაუფლება არ დაეთმოთ, ფიქრობდნენ – „ძალაუფლება კარგია, ჩვენ ვერ წავალთ ხელისუფლებიდან, არარაობები ვიყავით და ახლა მულტიმილიონერები ვართ და თავი რაღაც გვგონია“. ბიძინას მიერ მოყვანილებმა იფიქრეს, რომ რახან „მერსედესები“ ჰყავთ და ბანკის ანგარიშზე რამდენიმე ციფრი გამოჩნდა, რომ რაღაც არიან.
რაც შეეხება საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზეა საუბარი [და ირაკლი კობახიძის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „რუსეთის ფედერაციას საქართველოს არჩევნებში ჩარევისთვის საჭირო გავლენა არ ჰქონია], თავად რუსეთს წარმოადგენს. ინგოროყვას ქუჩაზე რუსეთის აგენტი ზის, ასევე საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარე და კიდევ 89 გაურკვეველი ადამიანი, რომელიც საკუთარ და შვილების მომავალს ღალატობენ. „ქართული ოცნების“ ლოგიკით ირანის, რუსეთის და ჩინეთის გარდა მთელი მსოფლიო გაუგებარი „დიფ-სთეითი“ ყოფილა.
გადაწყვეტილებას ვერ იღებს თუ არ გავიდა და ტელეფონზე არ დარეკა. ამას უკვე იმდენად ღიად აკეთებს, რომ მედიას გადაღებული აქვს, თუ როგორ სცემს ბოლთას და როგორ უთანხმებს ბიძინას რაღაცებს, რამდენიმე კილომეტრი გაიარა შეძრწუნებული სახით იმიტომ, რომ ბიძინა ეჩხუბებოდა – ეს „დიფ-სთეითია“. რეკავსო და პირდაპირ ეუბნება – „იმას წყალი შეასხით“, „ამას გაეკიდეთ“ – ეს „დიფ-სთეითი“ არ არის?“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, გრიგოლ გეგელიამ ოპოზიციის გაერთიანებაზეც გაამახვილა ყურადღება და რიგ ოპოზიციურ პარტიას კომპლექსების მოხსნისა და წინასაარჩევნო მენტალობის გაქრობისკენ მოუწოდა.
„ოპოზიციის ერთიანობას რაც შეეხება, კოალიციური ფორმატი მკაფიოდ, წინასაარჩევნო ფორმატი იყო, ახლა კი ჩვენ ყველანი ახალი არჩევნებისთვის ვიბრძვით. გიორგი გახარიას პარტია წინასაარჩევნო მენტალობაშია და უნდა ახსოვდეთ, რომ არჩევნებისთვის თუ არ ვიბრძოლეთ, ეს რეჟიმი დარჩება . თუ არჩევნები არ გაქვს და ჰიბრიდული რეჟიმი გაქვს ჩართული, იმ კომპლექსით, რომ – ის და ეს არ დამიძახონ, იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები – მიზანს ვერ მივაღწევთ. ჩვენ რომ ვიყოთ წინასაარჩევნო პერიოდში, ვიფიქრებდი, რომ ხმებზე ნადირობენ, მაგრამ ახლა რაზე მუშაობენ? ახალი არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით იმედი მაქვს, მათ მყარი და მკაფიო პოზიციები ექნებათ. ჩვენ კოორდინირებულ მუშაობაზე ვსაუბრობთ და არა ერთიან სიაზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.