პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება

პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება
„ISFED-ს არ უნდოდა ლეგიტიმაცია მიეცა ლეგიტიმურად ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო სთვის, ამიტომ, პარალელური გამოკითხვის შედეგები დამალა, თუმცა, ბუნებრივია, პროკურატურას ვერ დაემალებოდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება. „გულწრფელად მიმაჩნია, რომ პროკურატურა პირველივე დღეს, როდესაც ISFED-მა საჭირო მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყო, სასამართლოს განჩინებით უნდა შესულიყო და ყველა დოკუმენტაცია, როგორც ციფრული სახით შენახული, ისე – ქაღალდზე გადატანილი, უნდა ამოეღო, რათა რაიმე დოკუმენტაცია არ გამქრალიყო, რასაც, ბუნებრივია, ყოველთვის ველოდები ისეთი თაღლითი ორგანიზაციისგან, როგორიც „უსამართლო არჩევნებია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს