NATO-ს გენერალურ მდივნად სწორი ადამიანი აირჩიეს, მათ ჰყავდათ სხვა კანდიდატი, რომელიც არ მომწონდა – დონალდ ტრამპი

NATO-ს გენერალურ მდივნად სწორი ადამიანი აირჩიეს, მათ ჰყავდათ სხვა კანდიდატი, რომელიც არ მომწონდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.
„დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. მათ აირჩიეს შესანიშნავი ადამიანი, ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რადგან სტოლტენბერგი ნამდვილად შესანიშნავი იყო და წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გიჭერდი მხარს. მათ ჰყავდათ სხვა ადამიანი, რომელიც არ მომწონდა. თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ. მე ვთქვი, რომ აი, ეს არის სწორი ადამიანი ამისთვის. ის იყო ნიდერლანდების შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი, მან შესანიშნავად შეასრულა სამუშაო და ახლაც იმავეს აკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტესთან ერთად განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისიანის კარინსი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.