უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი

უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი გამოეხმაურა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეჩერებული სტატუსი აღუდგინა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რექტორმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, ურთიერთობა დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.
“დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება.
ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები. აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს – ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს, ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას.” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა