ბექა ლილუაშვილი – პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ, სუბიექტები გადიან – როგორ შეიძლება მათი წინადადება ჩვენ პრაგმატულ ნაბიჯად განვიხილოთ?

ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ემზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს მართული ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე.
“ჩვენ, ოპოზიციური ძალები ყოველთვის უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. მე ახლა მიზანმიმართულად არ ჩამოვთვლი სისუსტეებსა და პრობლემებს, რომელიც, შესაძლოა, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობდეს. არ მჩვევია სხვა ოპოზიციურ ძალებზე საუბარი და ჭორაობა, მაგრამ ნამდვილად ბევრი პრობლემა არსებობს, ამის მიუხედავად, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს – , რომელიც გამოდის და მართული, ერთ-ერთი მინი ოლიგარქის ტელევიზიის საშუალებით პროპაგანდას ეწევა და საუბრობს ოპოზიციის სისუსტეზე, ამავდროულად ერთპარტიულ, მიტაცებულ პარლამენტში აინიციირებენ ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად უქვემდებარებს “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კანონმდებლობას – ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე.
ორიოდე დღის წინ მიიღეს ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, რომლითაც, ფაქტობრივად, თუ ადრე ემიგრაციაში იყო ადამიანი და მითითებული იყო სამაგიდო სიაში, ის გაატარებდა თავის ID ბარათს და აპარატი გამოსცემდა სიგნალს, რომ ის არ უნდა იმყოფებოდეს მონაცემების მიხედვით უბანზე, ეს ცვლილება ემსახურება იმას, რომ აპარატმა ხმა აღარ გამოსცეს. კიდევ რაღაც ახალ მეთოდებს იფიქრებენ და ცდილობენ, რომ ახალი მეთოდები გამოიყენონ მომდევნო არჩევნებზე, რათა გააყალბონ და მიიტაცონ.
ერთია, რა პროპაგანდას ეწევა თავისი უმეტყველო სახით და რას ასაღებს საზოგადოებას, მაგრამ მეორეა მათი მზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მართული იყოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციურ გაერთიანებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პარტია სრულ კოორდინაციაშია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა, მისივე განმარტებით, გაერთიანება ან საერთო სია გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა, ამავდროულად, არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
“ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ და სუბიექტები გადიან მათი კოალიციიდან. საზოგადოება ამას რომ უყურებს, ადამიანები, რომლებიც ადვოკატირებენ ოპოზიციურ ერთობას, თავისივე პარტიებში ხდება დაშლა და გამოყოფა, ერთმანეთთან დაპირისპირება, აბსოლუტურად ერთმანეთთან დაპირისპირებული გზავნილების საზოგადოებისთვის მიწოდება – აი, აქ როგორ შეიძლება ჩვენი მხრიდან მათი წინადადება, როგორც პრაგმატული ნაბიჯი, ისე განვიხილოთ.
ერთის მხრივ, ამ ადამიანებისგან ერთობაზე საუბარი იმით არის განპირობებული, რომ შინაარსით არ შეუძლიათ სხვა რამეზე საუბარი, რომ საზოგადოებას სხვა რამ შესთავაზონ, სხვა გზა დაანახონ ხელისუფლების ცვლილების და მეორეს მხრივ, დამაჯერებლობა აკლია, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს თავად ეშლებათ კოალიციები.
რა ერთობაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენ ორი მიმართულებით (ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ახალი ) აბსოლუტურად სრულ კოორდინაციაში ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ამ ქვეყანაში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც არის მაკოორდინირებელი ამ პროცესის ოპოზიციურ ძალებს შორის. რა ერთობაზეა საუბარი, ასეთი ერთობა ჩვენთვის მიუღებელია მარტივი და პრაგმატული მიზეზის გამო – ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, უმრავლესობას ნამდვილად არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ ადამიანების არანაკლებ რაოდენობას არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე შეეხო მესამე პრეზიდენტის ს მიმართ გამოტანილ განაჩენსაც.
ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სააკაშვილს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
“ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სააკაშვილზე, რომლის ბრალეულობასთან დაკავშირებითაც მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში ადასტურებს, მაგალითად სანდრო გირგვლიანის საქმეში. ჩვენ, ყველას გამოვლილი გვაქვს ის პერიოდი, გამოვლილი გვაქვს ყველა საქმე, ყველა პრობლემა, ყველა აღვირახსნილი ქმედება ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და გვიწვნევია ჩვენს თავზე იმ რეჟიმის წნეხი, ამიტომ, სააკაშვილის ადვოკატირებისთვის მე ნამდვილად ვერ გამოვდგები. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა ძალიან მკაფიოდ და მარტივად, რომ ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სხვადასხვა დანაშაულში, დღეს სრულად გამოყენებული და ექსპლუატირებულია “ქართული ოცნების” მხრიდანვე პოლიტიკური მიზნით. სულ არ ვეხები მის სასამართლო გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სამართლიანობა-უსამართლობას ამ კონკრეტულ ეპიზოდში. დღეს ჩვენ ვუყურებთ სააკაშვილის “ქეისით” როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” დააშინოს საზოგადოება, როგორ უქმნიან მას საშუალებას, რომ ციხის ნაცვლად იყოს საავადმყოფოში, როგორ უქმნიან საშუალებას, რომ პროცესებზე საქმის ნაცვლად ისაუბროს პოლიტიკური პროპაგანდით, როგორ უთმობენ მას პირდაპირ ეთერებს და როგორ აშინებენ საზოგადოებას სააკაშვილის დაბრუნებით ან “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებით. ახლა ხომ გესმით, რატომ ვამბობ, პრაგმატული პოლიტიკური თვალსაზრისითაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება კონტრპროდუქტიულია. “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სააკაშვილს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.