“თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ ერთი საკითხია…” – ვოლსკი

გია ვოლსკიმ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა:
“ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს ვართ მზად. “ძლიერი საქართველო” თუ საშუალოდ “ძლიერი საქართველო, ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი, ამას იმიტომ ითხოვს, რომ მედიასაშუალებამ დასვას ასეთი სულელური კითხვა. რასაკვირველია, ყველა მზად არის. თქვენ თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ ერთი საკითხია, მეორე საკითხია – შემოვიდნენ პარლამენტში, რა მოსაზრებებიც გააჩნიათ და თუ უნდა ყოველდღე ჩაატარონ ნარკოტესტი, დასვან ეს საკითხი, თუ იქნება ადეკვატური. ვეღარ შემოვლენ, იმიტომ რომ ქვეყნის წინააღმდეგ არიან ჩამდგარი ომში”, – ამბობს ვოლსკი.