ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს − ხავიერ კოლომინას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.

ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა