დიმიტრი პესკოვი – კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა

კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს პუტინმა ოპერაციის მიმდინარეობისა და კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასკვნით ეტაპზე შესვლის შესახებ მოხსენება მოისმინა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, კურკის ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანაყოფების წინაშე მდგარი ყველა საბრძოლო დავალება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს მომავალში კურსკის ოლქის ტერიტორია მტრისგან მთლიანად გათავისუფლდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…