უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი

უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი
უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, ანუ, ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა იგივე, რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ უკრაინის ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი.
„უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ომის დაწყებიდან მეორე ან მესამე დღეს გვთხოვა შეხვედრა მე და შალვა პაპუაშვილს. იქ დაგვიწყო საუბარი ამ ომის თემაზე სიტყვებით, „რა გინდათ“. ეს იყო პირველი სიტყვები, გამარჯობის გარეშე. ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, ანუ, ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა იგივე, რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ უკრაინის ხელისუფლება, უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი. ამაზე მე ვუპასუხე, რომ სხვანაირად ვფიქრობდი.
ნაწილობრივ დამეთანხმა. ვუთხარი, რომ შეიძლება აღქმაში იყოს კონკრეტული ხელისუფლება გმირი, მაგრამ ფაქტი შეიძლება სხვა იყოს. მიპასუხა, რომ თანამედროვე პოლიტიკაში აღქმებია მთავარიო. ვუთხარი, რომ იმ ათასი უკრაინელისთვის, რომელიც დაიღუპა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მთავარი ფაქტია და არა აღქმები-მეთქი. რეალურადაც ასეა. მთავარია ყოველთვის ფაქტები და არა აღქმები, რაც დადასტურდა სრულიად ცხადად ყველასთვის.
შემდეგ იყო პირდაპირი უხეში მოწოდებები, სანქციები. როდესაც დავინახეთ, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს, ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა. რაღაც მომენტიდან არავითარი კომუნიკაცია აღარ არსებობდა, ყველანაირი ზღვარი გადაიკვეთა, მათ შორის, ადეკვატურობის ზღვარი, შესაბამისად, შეწყდა მასთან კომუნიკაცია. ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი, თუმცა ამაში მას ხელს უწყობდა ისიც, რომ თვითონაც უჭირდა ადეკვატურად რაღაცების აღქმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა