რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ცალსახა არ არის ის, რომ მაინცდამაინც დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება “გლობალური ომის პარტია”, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის, ფინანსური.
“უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით, თუ მეტად არა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული deep state-თან, “გლობალურ ომის პარტიასთან”. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, თუ დამყარდება მშვიდობა და რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინააღმდეგობა არის სერიოზული, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში, შესაბამისად, ასევე მოახერხებს deep state-ის დასუსტებას. ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი