“12 წელი უწყვეტად რუსული პროპაგანდა აბრალებდა 19 მილიარდის მოპარვას.
19 მილიარდის მოპარვას.
12 წელი კერავდნენ საქმეს და ბოლოს მიუსაჯეს 9 მილიონის გაფლანგვაზე.
გაფლანგვაზე და არა მოპარვაზე. 9 მილიონის და არა 19 მილიარდის.
ოღონდ გრიფს არ ხსნიან დოკუმენტებს, არ ასაჯაროებენ. არ ასაჯაროებენ იმავე კანონით თვითონ რამდენს ხარჯავს ქოც-ელიტა.
სახიფათო შემთხვევა დაუშვა რეჟიმმა. ნებისმიერი ქოცი და ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძლება გასამართლდეს ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ცალკე კიდევ წარმოუდგენელი თანხა, 300 000 ლარი, დააკისრეს გადასახდელად გენერალს, რომელიც საქართველოს 2 პრეზიდენტს იცავდა.
და დღემდე არ წარმოუდგენია გადახდის ქვითარი მარიონეტ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც შვილი მთავრობის მეთაურის თვითმფრინავით წაიყვანა თბილისიდან პენსილვანიაში სკოლაში და ბაკურიანში ტყის მასივი აჩუქა ცოლს”, – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაფარიძე.