გიორგი გამსახურდია: გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი

ახლობლების ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდიაც წერს.
„წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი. გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი. ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები. გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ. ნათელი მის ხსოვნას…ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო!“, – წერს გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?