რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 10.8%-ი, ხოლო იმპორტში 11.3%-ია – რას ვყიდით და ვყიდულობთ

რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 10.8%-ი, ხოლო იმპორტში 11.3%-ია.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 714.8 მლნ. დოლარი), (2 193.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 846.2 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც რუსეთში გადის:
ყურძნის ნატურალური ღვინოები – $157 573.8 ათასი;
მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $67 095.0 ათასი;
მინერალური და მტკნარი წყლები – $ 54 288.5 ათასი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $58 546.6 ათასი;
სპირტიანი სასმელები – $59 255.1 ათასი;
დანარჩენი საქონელი – სულ – $204 694.2 ათასი.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $513 726.2 ათასი;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $108 802.0 ათასი;
ხორბლის და მესლინი – $50 606.3 ათასი;
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $45 230.3 ათასი;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $49 146.0 ათასი;
დანარჩენი საქონელი – სულ – $821 573.8 ათასი.