ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ციფრული ბანკის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სწორი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი – ლადო პაპავა

ციფრული საქმიანობა ის ახალი პროდუქტია, ის ახალი სფეროა, რომელიც თანდათან იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ ამის პრეცედენტები უკვე შექმნილია საქართველოში, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ახალი ციფრული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ციფრული საბანკო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სწორი, რადგან საქართველო არ უნდა ჩამოუვარდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
“აღსანიშნავია, რომ ციფრული ბანკის ლიცენზია მოიცავს საცდელი პერიოდს, ანუ თავდაპირველად გაცემული ლიცენზია არ არის სრულფასოვანი, პირველი შვიდი თვე მხოლოდ სატესტო ოპერაციები განხორციელდება, დეპოზიტების მოზიდვა, სესხების გაცემა და სხვა საბანკო ოპერაციები შეზღუდული იქნება, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის სტანდარტული მიდგომა ნებისმიერ ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ ახალ სფეროსთან, როგორიცაა ციფრული ბანკინგი,” – აღნიშნა ლადო პაპავამ.
მისივე განმარტებით, 7-თვიანი საცდელი პერიოდი საერთაშორისო გამოცდილებით მიღებული პრაქტიკაა, მსგავსი საქმიანობა კი როგორც წესი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებთან და სტანდარტებთან, შესაბამისად ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები მკაცრად რეგლამენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან