შვეიცარიას აშშ-სთან მოლაპარაკება სურს პოტენციური გადასახადების საკითხზე

შვეიცარია ყურადღებით ადევნებს თვალს -ის პრეზიდენტის, ს მიერ დაწესებულ პოტენციურ გადასახადებს და სურს მოლაპარაკება გამართოს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან – აცხადებს შვეიცარიის მთავრობა ოთხშაბათს.
ეკონომიკის საკითხების სახელმწიფო სამდივნო (SECO) განცხადებაში წერს, რომ შვეიცარიასა და აშშ-ს ახლო ეკონომიკური პარტნიორობა აკავშირებთ. ბერნი აცხადებს, რომ სურს შეინარჩუნოს “საუკეთესო საბაზრო წვდომა”.
“შვეიცარიას კვლავ სურს ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების გამართვა, საიმისოდ, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაღრმავდეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები” – აცხადებს SECO, სააგენტო როიტერსის თანახმად.