სააკაშვილს ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სამართალი – მეზვრიშვილი

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება სათვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობის მისჯას:
„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი“, – დაწერა ნათია მეზვრიშვილმა 12 მარტს ფეისბუკზე.
რამდენიმე საათით ადრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, კიდევ ერთ საქმეზე – დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რასაც მედიაში „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ – მიუსაჯეს პატიმრობა, ამჯერად 9 წლით.
სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, – 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
დაცვის მხარე, – ასევე, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა არაერთი ოპოზიციური ჯგუფი, – საქმეს და ამ გადაწყვეტილებასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“, – დაწერა სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირებს, როგორც ძალა, რომლის მიზანია „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება ისე, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით