საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ გააცილეს.
ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან – ვახტანგ გომელაურთან.
„გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს