“ორი აზრი არ არსებობს, ანჩელოტი ჩემზე მაგარია” – დიეგო სიმეონე

დღეს, 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” უმასპინძლებს. “ინდიელების” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩემი ფეხბურთელებისა და გუნდის მჯერა. ჩვენი მიზანი ფინალში თამაშია და დარწმუნებული ვარ ფეხბურთელები ამისთვის ყველაფერს გაიღებენ.
როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, ანჩელოტიმ იქ მწვრთნელის რანგში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, ჩვენს შორის ამ მხრივ მსგავსება არის, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, კარლო ჩემზე გაცილებით მაგარი მწვრთნელია”, – განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.