აშშ-ის სამხედრო დახმარებამ განაახლა მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე

უკრაინისთვის განკუთვნილმა -ის სამხედრო დახმარებამ დაიწყო მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა საუდის არაბეთში – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, .
სიკორსკი ჟურნალისტებს ვარშავაში ელაპარაკა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად – რომელიც 12 მარტს დაბრინდა ჯიდაში გამართული მოლაპარაკებებიდან.
“შემიძლია დავადასტურო, რომ იასიონკის გავლით იარაღის მიწოდება უწინდელ დონეს დაუბრინდა” – თქვა სიკორსკიმ, სამხრეთაღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე მინიშნებით.
ვაშინგტონმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ აჩერებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას – მას მერე, რაც თეთრ სახლში საჯარო უთანხმოება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შორის. დახმარების შეჩერებამ ღრმა შეშფოთება აღძრა ში.
დახმარება განახლდა ჯიდაში ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უკრაინამ და აშშ-მა მიიღეს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება.
ვაშინგტონმა შეხვედრის შედეგები მოსკოვს წარუდგინა. “ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ახლა ესაა საქმის ვითარება” – ამბობს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
უკრაინაში ს სრული მასშტაბით შეჭრიდან 2024 წლის ბოლომდე აშშ-მა უკრაინას მიაწოდა თითქმის 123 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

პირი, რომელმაც კალაძის შტაბთან “ნეტგაზეთის”რეპორტიორს აგინა და ძალადობრივი მეთოდებით შეუშალა ხელი მუშაობაში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მოადგილეა (ვიდეო)

“აი ეს არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რაც გუშინ კალაძის სვავებმა ქნეს. დააპირისპირეთ ჩვენი და მათი ვიდეობი, აბა ერთამენთს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ციხეში ვინ უნდა იჯდეს”