აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა

შეერთებულმა შტატებმა აღადგინა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, როგორც ეს საუდის არაბეთში 11 მარტს მიღწეული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ში ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში მდებარე ჰაბის გავლით. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.
„მაქვს დასტური, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების დახმარება აღდგენილია. შეთანხმებების შესრულება იწყება. ბრძოლა ისევ გრძელდება!“ — დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისამ.
გარდა ამისა, -ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა თქვა, რომ უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა.
გუშინ, 11 მარტს, ს ქალაქ ჯიდაში გაიმართა შეხვედრა უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის. უკრაინა დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუ ამას რუსული მხარეც დაეთანხმება. აშშ-მა კი თქვა რომ გააგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.