მორიგი დარტყმა “ლივერპულის” ფანებს პსჟ-სგან – რაზე ესაუბრნენ პარიზული კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ვირჯილ ვან დაიკს? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ-მ “ლივერპული” “ენფილდზე” პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ესაუბრებიან პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ხელაიფი და კლუბის სპორტული დირექტორი “ლივერპულის” კაპიტან ვირჯილ ვან დაიკს.
დიდი ალბათობით, მხარეები პოტენციურ ტრანსფერს განიხილავდნენ, რადგან ნიდერლანდელს “სქაუზერებთან” ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. პსჟ კი 33 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებით დაინტერესებულია.
შეგახსენებთ, “ლივერპულის” რიგებში, ვან დაიკის გარდა, სეზონის ბოლოს კონტრაქტები ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდსა და მოჰამედ სალაჰსაც ეწურებათ.