ოლეგ კიპერი – რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა, რის შედეგადაც, სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა

რუსულმა ძალებმა ოდესის პორტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გუშინ საღამოს, რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა. ბალისტიკურმა რაკეტამ ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გემი MJ PINA დააზიანა . სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა – სირიის მოქალაქეები“, – წერს ოლეგ კიპერი „ტელეგრამის“ არხზე.
კიპერის ცნობით, დარტყმის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი, ერთი უკრაინელი და ერთი სირიელი, დაშავდა.
„დარტყმის დროს გემი ალჟირში ექსპორტისთვის ხორბლით იტვირთებოდა. სამოქალაქო გემია“, – აღნიშნავს კიპერი.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს