ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე” – სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს

ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე” – სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს
ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე”. ამ სამარცხვინო ნაცგზავნილმაც არ იმუშავა, რადგან გაუმაძღარი სააკაშვილიც ვერ შეიძენდა 9 მილიონი ლარის ოდენობის კოსტიუმებს, ნამეტანია,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, წერს სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, საქმეში მყარი მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ უსამშობლო სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს, ხელგაშლილად ანებივრებდა მის ახლო გარემოცვას ძვირფასეულობებით, უძვირესი საზღვარგარეთული არდადეგებით, კოსმეტიკური პროცედურებით და ა.შ.
„ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე”. ამ სამარცხვინო ნაცგზავნილმაც არ იმუშავა, რადგან გაუმაძღარი სააკაშვილიც ვერ შეიძენდა 9 მილიონი ლარის ოდენობის კოსტიუმებს, ნამეტანია. რეალურად, საქმეში მყარი მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ უსამშობლო მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს, ხელგაშლილად ანებივრებდა მის ახლო გარემოცვას ძვირფასეულობებით, უძვირესი საზღვარგარეთული არდადეგებით, კოსმეტიკური პროცედურებით და ა.შ.
სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 12 მარტის ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ანუ საპატიმროში ყოფნის 3,5-წლიანი ვადა გამოაკლდება 9 წელს და მივიღებთ ხუთნახევარ წელს, რომელსაც კრიმინალი ექს-პრეზიდენტი გაატარებს გისოსებს მიღა.
მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვრა 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა – მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა,“- წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ