14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება

მთვარე 14 მარტს დედამიწის ჩრდილში მოექცევა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდება და წითლად შეიფერება. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მთვარის დაბნელების დანახვა პლანეტის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, სადაც ამ მოვლენის დროს დედამიწის თანამგზავრი ჰორიზონტზე მოჩანს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ გრენლანდიის მაცხოვრებლებს მთვარის დაბნელების სრული სურათის ხილვა შეეძლებათ.
მთვარის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და მთვარეს შორის გადის, ბლოკავს მზის შუქს და ჩრდილავს მთვარის ზედაპირს.
სპეციალისტები მთვარის დაბნელების სამ სახეობას გამოყოფენ: მთვარის სრული დაბნელება (როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილში ხვდება და წითელ ფერს იძენს), მთვარის ნაწილობრივი დაბნელება (როდესაც დედამიწის ჩრდილში მხოლოდ მთვარის ნაწილი ხვდება) და მთვარის ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელება (როდესაც მთვარემ, დედამიწის ჩრდილის გარე ნათელ ნაწილში გაიარა).

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს