-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების განახლებას ადასტურებს.
-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის დამსახურებით, უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა, – წერს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი X-ზე.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში მდებარე იასიონკას ლოჯისტიკური ცენტრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წინა დონეს დაუბრუნდა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-მა თანხმობა განაცხადა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება განეახლებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება