საქალაქო სასამართლოში დღეს გარეჯის საქმის განხილვა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში დღეს, გარეჯის საქმის განხილვა გაიმართა. დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრი დავით ბედოშვილი, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სადაო მონაკვეთის ამსახველ რუკებზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მუშაობდნენ.
სხდომას ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს