რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ესაუბრა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ჯონ რეტკლიფს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, სერგეი ნარიშკინსა და ჯონ რეტკლიფს შორის სატელეფონო საუბარი 11 მარტს შედგა.
„ხელმძღვანელებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება რეგულარული კონტაქტების შესანარჩუნებლად, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაციის შემცირებას“, – ნათქვამია ს საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადების თანახმად, „სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა საერთო ინტერესების მქონე სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.

ასევე დაგაინტერესებთ