საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ე.წ პიჯაკების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. ასევე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება განაჩენის მიღების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას, მოსამართლემ მისი ბრალი გადააკვალიფიცირა და 300 000 ათასი ლარით დააჯარიმა. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავებოდა. სააკაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშიაც.
პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი.
ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.
