მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების დივიდენდებმა 2024 წელს რეკორდულ 1,75 ტრილიონ დოლარს მიაღწია

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ 2024 წლის ბოლოს გადახდილი დივიდენდების მთლიანმა მოცულობამ 1,747 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ნათქვამია ბრიტანული Janus Henderson Investors-ის ანგარიშში.
ეს არის რეკორდი და წინა წლის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება.
49 ქვეყნიდან 17-ში, რომელთა წარმომადგენლები მხედველობაში მიიღეს კვლევაში, დივიდენდების გადახდამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მათ შორისაა , იაპონია, საფრანგეთი და ჩინეთი.
გადახდების ოდენობით ლიდერები იყვნენ Microsoft Corp., Exxon Mobil, HSBC, Apple Inc., China Construction Bank Corp., PetroChina Co., China Mobile, JPMorgan Chase & Co., Chevron Corp. და Johnson & Johnson-მა, რომელთა დივიდენდებმა შეადგინა $145,9 მილიარდი (ანუ მთლიანი თანხის 8,4%). შემდეგი მოდის Taiwan Semiconductor Manufacturing Company, Verizon Communications, Abbvie, Petroleo Brasileiro (Petrobras), BHP, Broadcom, Pfizer Inc., Procter & Gamble Co., Home Depot Inc., Toyota Motor – მათმა გადახდებმა შეადგინა $101,7 მილიარდი.
გასულ წელს, პირველად თავის ისტორიაში, დივიდენდები გამოაცხადეს ისეთმა კომაპნიებმა როგორებიცაა Meta, Alphabet Inc. და Alibaba.
კომპანიების დაახლოებით 88%-მა გაზარდა გადახდების ზომა ან შეინარჩუნა ისინი იმავე დონეზე.
ამერიკულმა კომპანიებმა დივიდენდები გაზარდეს 8,7%-ით (651,6 მლრდ დოლარამდე), იაპონურმა კომპანიებმა – 15,5%-ით (86 მლრდ დოლარამდე), ევროპულმა კომპანიებმა დიდი ბრიტანეთის გარეშე – 5,6%-ით (313 მლრდ დოლარამდე), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის წარმომადგენლებმა იაპონიის გარეშე 2%-ით (163,5 მილიარდ დოლარამდე).
მეოთხე კვარტალში მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა 371,7 მილიარდი დოლარის დივიდენდები გადაიხადეს, რაც 7,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Janus Henderson-ის პროგნოზით, 2025 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში გადახდილი დივიდენდების მთლიანი მოცულობა გაიზრდება 5,1%-ით – 1,83 ტრილიონ დოლარამდე, ანუ კიდევ ერთხელ განაახლებს რეკორდს.
Janus Henderson-ის კვარტალური კვლევა, რომელიც აანალიზებს დივიდენდების გადახდის გლობალურ ტენდენციებს, ითვალისწინებს მსოფლიოს 1200 უმსხვილესი კომპანიის მონაცემებს საბაზრო ღირებულებით. კვლევა 2009 წლიდან ხორციელდება.
წყარო: interfax