გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში, ყველა უბნის მონაცემების დათვლის საფუძველზე, ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (Demokraatit) მოიპოვა – მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს, 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ითაა გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა.
24.5 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციურმა პარტია Naleraq-მა, ის დანიისგან გრენლანდიის სწრაფად გამოყოფას ემხრობა.
„ხალხს სურს ცვლილებები … ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა” – განაცხადა იენს- ფრედერიკ ნიელსენმა, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მრეწველობისა და მინერალების ყოფილმა მინისტრმა, როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში, არ სურს დამოუკიდებლობა ხვალვე, ამისთვის კარგი „ფუნდამენტია საჭირო“.
არჩევნებში, ჯამში ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის Inuit Ataqatigiit-სა და პარტია Siumut-ის კოალიციამ.
როგორ ქვეყნის პრემიერმა, მმართველი პარტიის ლიდერმა მუტე ეგედემ დაწერა თავის ფეისბუკის გვერდზე, აღიარებს ს შედეგებს და განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.
საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა, მასში ხუთი პარტია მონაწილეობდა.
გრენლანდიის პარლამენტის – 31 წევრისგან შემდგარი „ინაცისარტუტის“ არჩევნები არასოდეს იქცევდა ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას. დედამიწის ყველაზე დიდი კუნძული, რომელზეც 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად ხვდებოდა ახალ ამბებში 2025 წლის იანვრამდე, როცა -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიმართ ინტერესი გამოთქვა მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი წიაღისეულის გამო. ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობა „აბსოლუტურად აუცილებელია“ „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მთელს მსოფლიოში“.
ფორუმი