პსჟ-სთან საკუთარ მოედანზე დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, „ლივერპულის“ ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი ძალიან დამწუხრებული იყო და იტირა კიდეც.
სალაჰი 27 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირია, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩებში საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. დღევანდელ შეხვედრაში მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიტანა.
