თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მინიმუმ უტიფრობაა ამაზე შეცხადება – ბექა დავითულიანი

“თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ ფონზე რა გაუკვირდა სამნიძეს, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თანამშრომლობის განწყობა არსებობს ოპოზიციის მხრიდან” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ “ძალიან სამწუხარო და მძიმეა, როცა კახა კალაძე აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან.”
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და “ვნახავთ, რისი გამკეთებლები არიან”.
“ეს თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ ფონზე რა გაუკვირდა სამნიძეს, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თანამშრომლობის განწყობა არსებობს ოპოზიციის მხრიდან დამატებითი ცხრა რეკომენდაციის შესრულებაში და კახა კალაძემ ამ თვალსაზრისით სკეპტიციზმი გამოთქვა, ცოტა გაუგებარია და როგორც მინიმუმ, უტიფრობაა ამაზე რაღაც შეცხადება. თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ, რისი გამკეთებლები არიან,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ